"სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელია" - ლაშა ტალახაძე მსოფლიოზე არ გამოვა » სპორტის ხაზი

"სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელია" - ლაშა ტალახაძე მსოფლიოზე არ გამოვა

"სპორტი და პოლიტიკა შეუთავსებელია" - ლაშა ტალახაძე მსოფლიოზე არ გამოვა
12-11-2024, 12:43
Aa Aa
გაზიარება:

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ინფორმაციით, ლაშა ტალახაძე 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე არ გამოვა.

ქართველმა ძალოსანმა და უკვე პოლიტიკოსმა Politico-სთან კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ სპორტი პოლიტიკას არ უთავსდება.

პოლიტიკური და სპორტული კარიერა ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამ მომენტისთვის არ ვვარჯიშობ, რადგან ახლა ჩემს ქვეყანას ვჭირდები. ქართული ოცნება ზუსტად ის ძალაა, რომელიც ჩვენს სამშობლოს სჭირდება, რათა შევინარჩუნოთ მშვიდობა და ერთიანობა.

- ამბობს ლაშა ტალახაძე.

სხვათა შორის, საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, კახი კახიაშვილი იმედოვნებს, რომ ლაშა სპორტს დაუბრუნდება და მომდევნო დიდ ტურნირებს აღარ გამოტოვებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი