ჰარუ ბაშოს მეოთხე საბრძოლო დღეს ქართველი რიკიში, ლევან გორგაძე ტოჰაკურიუს შეერკინა და აღნიშნულ ტურნირზე პირველი გამარჯვება იზეიმა. ტოჩინოშინმა მეტოქე ჰატაკიკომის კიმარიტეთი დასცა დოჰიოზე. ახლა გორგაძის ბალანსი 1-3-ზეა.