ბორჯღალისანი გიორგი ახალაძე ერთ-ერთ გამორჩეულ ფრანგულ სარაგბო კლუბ კლერმონს შეუერთდა.
ახალაძე პრო დე 2-ის ბინადარის ,,ბეზიეს ღირსებას 2021 წლიდან იცავდა.მან 20 თამაშში თავი 2 ლელოთი გამოიჩინა. ახალგაზრდა ქართველი მორაგბის თამაში უყურადღებოდ არ დარჩენიათ ტოპ 14-ის გუნდებს, მისი გადაბირებით რამდენიმე ფრანგული კლუბი იყო დაინტერესებული, თუმცა ყველას კლერმონმა დაასწრო. ქართველმა ბურჯმა ახალ გუნდთან კონტრაქტი 2026 წლამდე გააფორმა.
25 წლის მორაგბეს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 7 შეხვედრა აქვს ჩატარებული.