28 ოქტომბერს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი გაიმართა.
ისტორიაში მეორედ, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა და ახალი ზელანდია ანგარიშით 11:12 დაამარცხა.
მატჩი დაწყებისთანავე დაძაბული გამოდგა, პირველ ტაიმში ზელანდია 14 კაცით დარჩა თუმცა დრამა ბოლო წუთებამდე მივიდა და გამარჯვებული ერთი ქულის სხვაობით გამოვლინდა.
მატჩში მხოლოდ ერთი ლელო ვიხილეთ, რომელიც ზელანდიამ გაიტანა თუმცა სამხრეთ აფრიკის ზუსტად შესრულებული საჯარიმოები გამარჯვების მომტანი გამოდგა.
ზელანდიელთა ლიდერმა ვილ ჯორდანმა ერთ ჩემპიონატზე გატანილი ლელოების რეკორდული რაოდენობა(7) გაიმეორა თუმცა ფინალში აფრიკელთა დაცვას ვერაფერი მოუხერხა და თასი სამხრეთის კონცხზე წავა.