7-კაცა | 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გორში » სპორტის ხაზი

7-კაცა | 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გორში

7-კაცა | 15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი გორში
4-06-2025, 21:53
Aa Aa
გაზიარება:

7 ივნისს გორის „ჭალის სტადიონი“ 15-წლამდე მორაგბეთა საქართველოს ჩემპიონატს უმასპინძლებს 7-კაცა რაგბიში.

დასკვნითი ტურნირის 16 მონაწილე აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში შესარჩევი ტურნირების შედეგად გამოვლინდა. ისინი ოთხ 4-გუნდა ჯგუფში განაწილდნენ, საიდანაც ორ-ორი საუკეთესო თასისთვის ბრძოლას 1/4-ფინალებით გააგრძელებს, დანარჩენი 8 გუნდი კი 9-16 ადგილებს გაითამაშებს.

ა ჯგუფში თბილისის ‘რაშები’ და ‘წიქარა’, ‘ბათუმი’ და ‘ალაზანი’ მოხვდნენ; ბ ჯგუფში ქუთაისის ‘აია’, თბილისის ‘აკადემია’, ოზურგეთის ‘არწივები’ და ხაშურის ‘ლეგიონი’ ითამაშებენ; გ ჯგუფში თბილისის ‘ლელო’, ფოთის ‘კოლხი რაინდები’, თბილისის ‘ხვამლი’ და ‘ყოჩები’; დ ჯგუფში წყალტუბოს ‘დინოზავრი’, რუსთავის ‘ხარები’, ქუთაისის ‘არესი’ და თბილისის ‘ქორები’.

თამაშები 12 საათზე დაიწყება, ფინალი კი 17 საათზეა ჩანიშნული.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი