15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი "ხვამლი არენაზე" შედგება » სპორტის ხაზი

15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი "ხვამლი არენაზე" შედგება

15-წლამდელთა საქართველოს ჩემპიონატი "ხვამლი არენაზე" შედგება
6-05-2025, 01:42
Aa Aa
გაზიარება:

9-10 მაისს თბილისის „ხვამლი არენაზე“ 15-წლამდე მორაგბეთა შორის საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება.

მასში მონაწილეობას ყველა რეგიონის 16 გუნდი მიიღებს (10 აღმოსავლეთ და 6 დასავლეთ საქართველოდან), რომლებიც შესარჩევი ტურნირების შედეგად გამოვლინდა. 9 მაისს ჯგუფური ეტაპის თამაშები გაიმართება, 10-ში კი ფლეი ოფები და ფინალები შედგება.

ჯგუფურ ეტაპზე გუნდები ასე გადანაწილდნენ: ა ჯგუფი - ლელო, წყალტუბო, წიქარა, ალაზანი; ბ ჯგუფი - ფოთი, ლომები, ბათუმი, ლეგიონი; გ ჯგუფი - ყოჩები, ქობულეთი, აკადემია, ხარები; დ ჯგუფი - აია, ხვამლი, არესი, ლოკომოტივი.

თასის 1/4-ფინალში თითოეული ჯგუფის ორ-ორი მოწინავე გუნდი გადის, დანარჩენები კი მე-9-მე-16 ადგილებს გაითამაშებენ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი