VIDEO: სანდრო თოდუას უელსთან დადებული ლელო საუკეთესოდ დასახელდა! » სპორტის ხაზი

VIDEO: სანდრო თოდუას უელსთან დადებული ლელო საუკეთესოდ დასახელდა!

VIDEO: სანდრო თოდუას უელსთან დადებული ლელო საუკეთესოდ დასახელდა!
23-11-2022, 18:15
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, რამდენიმე დღის წინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა მორიგი ტესტ-მატჩი უელსის წინააღმდეგ კარდიფში გამართეს, სადაც ჩვენმა ბიჭებმა ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს და ბრიტანელები 12:13 დაამარცხეს.

ამის პარალელურად, მესამე ტურში მსოფლიოს მასშტაბით არაერთი სხვა შეხვედრა გაიმართა, სადაც დადებულ ლელოებს შორის საუკეთესოდ ქართველი მორაგბის, სანდრო თოდუას ლელო გულშემატკივრებმა ხმის მიცემის სისტემით გამოავლინეს (იხილეთ ვიდეო).

შეგახსენებთ, რომ სანდრო თოდუამ საქართველოს ნაკრების მაისურით მე-16 ლელო დადო, რომლითაც ბორჯღალოსანთა ისტორიის მე-7 ადგილზე გადაინაცვლა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი