საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ზაფხულის ტესტ-სერიის მესამე მატჩი სტუმრად, მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ავსტრალიის ნაკრებთან გამართა და 29:40 დამარცხდა.
ბორჯღალოსნების თამაშს ცნობილი სარაგბო გამოცემა Planet Rugby ეხმაურება.
"ქუდები მოიხადეთ ქართველების წინაშე, დღეს საქართველომ გაიბრწყინა!
მათ კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ საერთაშორისო რაგბის უმაღლეს იერარქიაში ღირსეული ადგილი უკავიათ.
ბორჯღალოსნებმა 4 შესანიშნავი ლელო გაიტანეს და სიდნეიში მისული გულშემატკივარი ბრწყინვალე თამაშით ასიამოვნეს. მიუხედავად მარცხისა, მათ შეუძლია იმაყონ, რომ ავსტრალიას ღირსეულად ეთამაშეს და დიდი ბრძოლა გაუმართეს", - წერს გამოცემა.