"ბოდიში რომ განერვიულეთ, არასდროს დავნებდები!" - ქუთათელაძე ფერნანდესთან მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"ბოდიში რომ განერვიულეთ, არასდროს დავნებდები!" - ქუთათელაძე ფერნანდესთან მარცხის შემდეგ

"ბოდიში რომ განერვიულეთ, არასდროს დავნებდები!" - ქუთათელაძე ფერნანდესთან მარცხის შემდეგ
25-03-2025, 01:16
Aa Aa
გაზიარება:

გასულ კვირას გურამ ქუთათელაძე #UFCLondon-ის ღონისძიებაზე კაუე ფერნანდესს დაუპირისპირდა და სამი რაუნდის ჯამში მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მტკივნეულ წაგებას ქუთათელაძე სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და გულშემატკივარს ნერვიულობისთვის მოუბოდიშა.

"მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის. მადლობა ჩემს ძმებს გვერდში დგომისთვის. ბოდიში რომ განერვიულეთ. ახლა კარგად ვარ. ეს ცხოვრებაა, ეს სპორტია.

არასოდეს დავნებდები!"


- დაწერა "ქართველმა ვიკინგმა".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი