ირლანდიურმა სასამართლომ კონორ მაკგრეგორი 2018 წლის გაუპატიურების საქმეზე დამნაშავედ ცნო.
ირლანდიელ სპორტსმენს სექსუალურ ძალადობაში ნიკიტა ნი ლაიმჰინი ადანაშაულებს. 2018 წელს, კონორმა და მისმა მეგობარმა, ჯეიმს ლოურენსმა დუბლინში, ნი ლაიმჰინზე სექსუალურად იძალადეს.
ირლანდიელი მებრძოლი არ უარყოფდა, რომ ნი ლაიმჰინთან ინტიმური კავშირი ჰქონდა, მაგრამ აცხადებდა, რომ ეს ორმხრივი თანხმობის საფუძველზე მოხდა.
პროცესი, 5 ნოემბერს დაიწყო და დღეს, 12 ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილების შედეგად, მაკგრეგორს მომჩივანი მხარისთვს 250 ათას ევრომდე კომპენსაციის გადახდა დაეკისრა.