ქართულ მედიაში UFC-ის მებრძოლის, გიგა ჭიკაძის კომენტარი გავრცელდა, რამაც გულშემატკივარში დიდი გამოხმაურება და რეზონანსი გამოიწვია.
ჩემი მიზანი ყოველთვის ჩემპიონობა იყო. ჩემი ქვეყანა იმსახურებს, რომ UFC-ის ნამდვილი, ერთადერთი ქართველი ჩემპიონი ჰყავდეს.
- თქვა ჭიკაძემ.
გიგას ეს კომენტარი ბევრმა ქომაგმა მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიას საწინააღმდეგოდ მიიღო. როგორც იცით, თოფურია თავის წონით კატეგორიაში ჩემპიონის ქამარს უკვე ფლობს, თუმცა მის გამარჯვებას ქართველებთან ერთად ესპანელებიც ზეიმობენ, დვალიშვილი კი ოქტაგონზე საქართველოსა და ამერიკის დროშებით ერთბაშად ჩნდება ხოლმე.
გარდა ამისა, ბოლო პერიოდში დვალიშვილი მექსიკელებსაც "თავისიანებად" მოიხსენიებს, ეს ყოველივე კი საკმარისი გახდა იმისათვის, რათა გიგა ჭიკაძის გაკეთებული კომენტარი ხალხს ორაზროვნად გაეგო.