ილია თოფურია : "კარიერას სწორედ ამ დროს დავასრულებ" » სპორტის ხაზი

ილია თოფურია : "კარიერას სწორედ ამ დროს დავასრულებ"

ილია თოფურია : "კარიერას სწორედ ამ დროს დავასრულებ"
14-06-2024, 00:24
Aa Aa
გაზიარება:

UFC-ის ქართველმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ Club del Deportista-სთან ინტერვიუში თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა.

15 წლის ვიყავი როდესაც პირველი ნაბიჯები გადავდგი MMA-ში და მინდა, რომ 32 წლის ასაკში კარიერა დავასრულო, რადგან სპორტი დიდ პასუხისმგებლობას და 100%-ით ჩართულობას მოითხოვს. 32 წელს პირობითად ვამბობ და აღნიშნულ რიცხვში ვგულისხმობ მომენტს, როდესაც სიამოვნებას ვეღარ მივიღებ. ამ ეტაპზე UFC-ში უდიდეს სიამოვნებას ვიღებ და არ ვიცი, როდის დასრულდება ეს გრძნობა


შეგახსენებთ, რომ ილია თოფურიამ ალექსანდერ ვოლკანოვსკი 18 თებერვალს დაამარცხა და UFC-ის ისტორიაში პირველი ქართველი ჩემპიონი გახდა — მის ანგარიშზე MMA-ში ჩატარებული 15 ორთაბრძოლა და 15 გამარჯვებაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი