პარიზის ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორმა, ქართველმა მოკრივემ, ლაშა გურულმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და გულშემატკივრებს მიმართა.
"არ შემეძლო ეს პოსტი რომ არ დამეწერა! ძალიან დიდი სითბო,სიყვარული,აღიარება და დაფასება მოდის ჩემს მიმართ.
მინდა იცოდეთ რომ უზომოდ ვაფასებ ამ სიყვარულს! ჩემთვის ეს ჩემპიონობაზე მაგარი მიღწევაა. მიყვარს ჩემი სამშობლო და მიყვარს ჩემი ხალხი", - წერს გურული სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მედალი ქართული კრივისთვის 24-წლიანი პაუზის შემდეგ პირველი იყო ოლიმპიადაზე.