UFC-ის ამერიკელ მებრძოლ კორი სენდჰეგენს მერაბ დვალიშვილთან ჩხუბი სურს. მისი თქმით, საუკეთესოებიდან ქართველმა უკვე ყველასთან იჩხუბა და სიის ბოლო წევრი სწორედ თავად არის.
ომალისა და დვალიშვილის დაპირისპირების შედეგი ყველა შემთხვევაში ხელსაყრელი იქნება. თუ შონმა მოიგო, თქვენ იცით, რომ ჩვენი დაპირისპირების ყურება უკვე დიდი ხანია სურთ და ამას სისრულეში მოვიყვანთ.
თუ მერაბი გაიმარჯვებს, მე ერთადერთი ვარ ტოპ მებრძოლებიდან, ვისთანაც მას არ უჩხუბია. მე იმაზეც კი ვარ მზად, რომ ამ ორის ჩხუბი დავაზღვიო.
- ამბობს სენდჰეგენი.
შეგახსენებთ, რომ დვალიშვილი ომალისთან ქამარს 3 მაისს დაიცავს, სენდჰეგენი კი ფიგერედოს შეხვდება.