"არსენალი" გიოკერეშით ინტერესდება – ლონდონელები მოლაპარაკებებს იწყებენ » სპორტის ხაზი

"არსენალი" გიოკერეშით ინტერესდება – ლონდონელები მოლაპარაკებებს იწყებენ

"არსენალი" გიოკერეშით ინტერესდება – ლონდონელები მოლაპარაკებებს იწყებენ
დღეს, 01:33
Aa Aa
გაზიარება:

ლისაბონის "სპორტინგის" თავდამსხმელი ვიქტორ დიოკერეში შესაძლოა ინგლისის პრემიერლიგაში ვიხილოთ – შვედი ფორვარდით ლონდონის "არსენალი" აქტიურად ინტერესდება. როგორც გამოცემა Football Insider იტყობინება, ლონდონურმა კლუბმა უკვე დაიწყო მოლაპარაკებები ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით და ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე შეთანხმების მიღწევას ეცდება.

26 წლის დიოკერეში მიმდინარე სეზონში ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ შემტევად ჩამოყალიბდა. მან ყველა ტურნირზე ჯამში 46 შეხვედრა ჩაატარა, 47 გოლის გატანა მოახერხა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა – ეს სტატისტიკა შვედის შესანიშნავ ფორმასა და გოლზე ორიენტირებულ თამაშს ნათლად ასახავს.

აღსანიშნავია, რომ მისი ასეთი შედეგიანობა ყურადღების მიღმა არ დარჩენილა – გიოკერეშით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული, თუმცა არსებული მონაცემებით, სწორედ "არსენალი" დგამს ყველაზე სერიოზულ ნაბიჯებს ფეხბურთელის შესაძენად.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი