მერაბ დვალიშვილის მწვრთნელი, ლეგენდარული რეი ლონგო ასახელებს მებრძოლს, რომელსაც "ქართველი მანქანის" დამარცხება შეუძლია.
"ერთადერთი მებრძოლი, რომელსაც მერაბის დამარცხება შეუძლია თავად მერაბია", - განაცხადა ლონგომ.
შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მერაბმა უმარ ნურმაგომედოვი დაამარცხა და სატიტულო ქამარი წარმატებით დაიცვა.