19 იანვარს UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი ქამარს უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ დაიცავს.
საჩემპიონო ბრძოლის წინ, ქართველმა მებრძოლმა მედიასთან მცირე კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ გდებებზე არ არის კონცენტრირებული.
"გდებების რეკორდის მოხსნა არ მაინტერესებს, მე საბრძოლველად გასვლა და უმარის სახეში დარტყმა მსურს", - განაცხადა მერაბმა.