UFC-ის ქართველი ჩემპიონი, მერაბ დვალიშვილი 19 იანვარს ტიტულის დასაცავად ოქტაგონზე უმარ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ გავა.
ბრძოლამდე სპორტსმენები არაერთ კომენტარს აკეთებენ და სხვადასხვა თემას მიმოიხილავენ. დვალიშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში ხუმრობით დაასახელა ადამიანი, ვისიც ყველაზე მეტად "ეშინია".