UFC-ის ლეგენდარული მებრძოლის, ხაბიბ ნურმაგომედოვის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის სასამართლომ საქმე აღძრა.
საქმე იმაშია, რომ ფინანსური რეგულაციების წესების დარღვევის გამო, ყოფილ სპორტსმენს ქონების ჩამორთმევა ემუქრება - საუბარია დაახლოებით $900 000 ღირებულების ქონებაზე.
Ferrari California T - $300K
Mercedes-Benz AMG GT S - $161K
Mercedes-Benz S-Class - $122K
BMW 7 Series - $101K
Toyota Land Cruiser - $85K
Toyota Tacoma - $44K
საქმის წარმოების განმავლობაში, ხაბიბს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის დატოვება ეკრძალება - აღმასრულებელმა ორგანოებმა უკვე დაიწყეს ნურმაგომედოვის ქონების ჩხრეკა და მათი გაყიდვა.
საერთო ჯამში, როგორც იწერება, დაღესტნელ მებრძოლს ფედერალურ საგადასახადო სამსახურთან $3,4 მილიონზე მეტი ვალი აქვს.