ESPN-ის კომენტატორების ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ქართველი მებრძოლები, მერაბ დვალიშვილი და ილია თოფურია ერთ ქარდზე UFC 306-ზე იბრძოლებენ.
ბრძოლების ჩატარების სავარაუდო თარიღად 15 სექტემებრი სახელდება, ხოლო ადგილად ლას ვეგასი.
შეგახსენებთ, რომ ილია თოფურია მოქმედი ქამრის მფლობლია და მის დასაცავად მაქს ჰოლოუეის დაუპირისპირდება, რაც შეეხება მერაბ დვალიშვილის, ქართველი მანქანა შეეცდება ქამარი შონ ო'მალის წაართვას.