ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, ილია თოფურიას ფილმის პრეზენტაცია გაიმართა, რომელშიც ილიას საჩემპიონო გზაა მოთხრობილი.
ფილმის პრეზენტაციის შემდეგ, ილიამ არაერთ საინტერესო თემაზე ისაუბრა, მათ შორის მომავალ ბრძოლაზეც.
"სადაც დამიძახებენ, ყველგან ვიბრძოლებ. რაც შეეხება მომდევნო მეტოქეს და ბრძოლის თარიღს, ეს შეკითხვა მაქს ჰოლოუეის უნდა დაუსვათ - ველოდები როდის დაასახელებენ თარიღს. მაქსი რაღაცეებს იგონებს და იმიზეზებს. ჯერ მიზეზად ოჯახური პრობლემები ჰქონდა, შემდეგ წონის კლებაზეც ისაუბრა, მე ველოდები თუ როდის დამირეკავენ!", - განაცხადა თოფურიამ.