"მედლები მომპარეთ და ეს უბრალოდ რეალობაა" - სანდრო ბაზაძე განცდილ უსამართლობაზე ისევ წერს » სპორტის ხაზი

"მედლები მომპარეთ და ეს უბრალოდ რეალობაა" - სანდრო ბაზაძე განცდილ უსამართლობაზე ისევ წერს

"მედლები მომპარეთ და ეს უბრალოდ რეალობაა" - სანდრო ბაზაძე განცდილ უსამართლობაზე ისევ წერს
11-08-2024, 03:40
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, ქართველი მოფარიკავე სანდრო ბაზაძე ოლიმპიადაზე განცდილ მარცხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა, პეტრიაშვილსა და ტალახაძეს გამარჯვება მიულოცა და ფარიკაობაში მომხდარზეც კიდევ ერთხელ დაწერა.

"არ მინდოდა და არც ვაპირებდი არანაირი პოსტის დადებას და ამაზე საუბარს!!!
როგორი სამწუხაროა რომ არ მომეცით იმის საშვალება ის სიხარული მეგრძნო რასაც ნამდვილად ვიმსახურებდი და მეკუთნოდა ყველაზე მეტად ამ სპორტში… ღმერთმა იცის რამხელა შრომა გავწიე მე ამ ყველაფრისთვის.
იმედია სინდისი მაინც შეგაწუხებთ ოდესმე და აღიარებთ ამ არასამართლიანობას….
ყველაფერი ხდება თურმე 2 ოლიმპიადა ისე გავიარე სადაც მე ნამდვილად ვიმსახურებდი იმ სიხარულს და გამარჯვებებს ოლიმოიურ მედლებს!!! რომლებიც მომპარეთ ეს უბრალოდ რეალობაა და ფაქტია..
თქვენ გგონიათ რომ მე გამტეხეთ რაც სულ გინდოდათ და დამამარცხეთ მაგრამ აარაა … ვერ!!!! არ მოგცემთ ამ ბედნიერებას ….
მე დავბრუნდები კიდევ ისეთი ძლიერი როგორიც სულ ვიყავი და ამას ვამტკიცებდი მთელი ჩემი კარიერის მანძილზე…
უამრავი დაბრკოლების და არასამართლიანი მსაჯების მიუხედავად….
მე ჩემი სათქმელი ბევრჯერ ვთქვი და კიდევ ვიტყვი!!! ვერ გამტეხავთ !!!
მადლობა თითოეულ ადამიანს და ჩემ ქვეყანას ვინც გვერდში დამიდგა და მიდგას და მადლობა დღევანდელ დღეს ლაშას და გენოს რომლებმაც კიდევ უფრო მეტი მოტივაცია მომცეს რომ ვებრძოლო უდიდეს უსამართლობას!
და ყველაფერი შესაძლებელია!!მე ვაგრძლებ და გავაგრძლებ ბრძოლას და დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვან მე სანდრო ვარ ბაზაძე და ეს იმას ნიშნავს რომ მე წაგებას არ ვეგუები და უსამართლობას !!!!
ჰაჰა სასაცილო ის არის რომ არ წამიგია და ანუ უსამართლობას ვებრძვი და გავაგრძლებ და დავამარცხებ!!! მიყვარხარ საქართველო და ქართველნო!!! არ გაჩერდე, ყველაფრის მიუხედავად! ვულოცავ მთელ საქართველოს ამ ისტორიულ დღეს!!!
ლაშა , გენო მიყვარხართ!!!"
- წერს ბაზაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი