Judoinside: “სულამანიძეს დიდი პერსპექტივები აქვს” » სპორტის ხაზი

Judoinside: “სულამანიძეს დიდი პერსპექტივები აქვს”

Judoinside: “სულამანიძეს დიდი პერსპექტივები აქვს”
2-02-2023, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა, ილია სულამანიძემ პორტუგალიის გრანპრიზე, რომელიც ალმაადაში ჩატარდა, ოქროს მედალი მოიპოვა. მის ასპარეზობას Judoinside გამოეხმაურა და ქართველი შეაქო კიდევაც:

“ახალგაზრდა ილია სულამანიძემ კრპალეკის დამარცხების შემდეგ ფინალში ასპარეზობა მოიპოვა, სადაც კიდევ უფრო ახალგაზრდა იაპონელ – დოტა არაის შეხვდა და მარტივად 2-ვაზარით გაიმარჯვა. ილია სულამანიძის ეს ოქროს მედალი ჰგავს იმის დადასტურებას, რომ იგი ნამდვილად იმსახურებს -100 კგ წონითი კატეგორიის პირველ ნომერს.

არ შეიძლება არ აღინიშნოს 2022-წლის შუა პერიოდიდან ილია სულამანიძის დიდებული ასპარეზობა, რომელიც იმაშიც კი გამოიხატება, რომ წონის ლიდერია. როგორც იქნა მან საკუთარი სიძლიერისა და თავის ირწმუნა, 21 წლის ქართველ ბიჭს აქვს იმის პოტენციალი, რომ წინ კიდევ უფრო დიდი გამარჯვებები და კარიერა ჰქონდეს.”


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი