ვალენსიამ აუტსაიდერთან წააგო | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა? » სპორტის ხაზი

ვალენსიამ აუტსაიდერთან წააგო | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?

ვალენსიამ აუტსაიდერთან წააგო | რა შეფასება მიიღო მამარდაშვილმა?
7-01-2023, 10:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ღამის თორმეტ საათზე სტარტი ესპანეთის ჩემპიონატის მე-16 ტურმა აიღო. ამავე ტურის პირველივე შეხვედრა ვალენსიამ და კადიზმა მესტალიაზე გამართეს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი მამარდაშვილმა მატჩი შეუცვლელად ითამაშა, თუმცა, სამწუხაროდ მისი გუნდი 0:1 დამარცხდა. ქართველი მეკარის ანგარიშზე მატჩის ბოლოს 1 მოგერიებული ბურთი გახლდათ.

ამ წაგებით, ვალენსია ესპანეთის ლა ლიგის მე-10 პოზიციას 19 ქულით იკავებს, ხოლო კადიზი გასავარდნ ზონას ერთი ადგილით უსწრებს, მათ 15 ქულა აქვთ.

რაც შეეხება გიორგი მამარდაშვილის შეფასებას, მას Sofascore-მ 6.6 სარეიტინგო ქულა დაუწერა.

ცნობისთვის, ვალენსია თავის მომდევნო შეხვედრას მადრიდის რეალის წინააღმდეგ, ესპანეთის სუპერ თასზე, 11 დეკემბერს გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი