რუსულ საფეხბურთო წრეებში აზიის კონფედერაციისთვის შეერთების იდეა? - რუსებს ახალი გეგმა აქვთ » სპორტის ხაზი

რუსულ საფეხბურთო წრეებში აზიის კონფედერაციისთვის შეერთების იდეა? - რუსებს ახალი გეგმა აქვთ

რუსულ საფეხბურთო წრეებში აზიის კონფედერაციისთვის შეერთების იდეა? - რუსებს ახალი გეგმა აქვთ
31-12-2022, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

უკვე 9 თვეზე მეტი გავიდა, რაც UEFA-ს შეჯიბრებებიდან რუსეთის ეროვნული ნაკრები მოკვეთეს. რა თქმა უნდა ამით რუსულ საფეხბურთო სამყაროში უკმაყოფილოები არიან და როგორც მედია იწერება რუსეთს ახალი გეგმა აქვს.

რუსულ საფეხბურთო წრეებში აზიის კონფედერაციისთვის შეერთების იდეა უფრო და უფრო პოპულარული ხდება, თუმცა თავი მათ ბოლომდე ვერც ამ საქმეს მოაბეს - რუსეთის ფეხბურთის კავშირის აღმასკომმა კონფედერაციის შეცვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ვერ მიიღო და შექმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც აღნიშნული ქმედების მიზანშეწონილობას 2023 წლის მარტამდე განსაზღვრავს.

რუსეთის ამგვარ 'ნელ სვლაზე' ავსტრალიის ფეხბურთის ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ბონიტა მერსიადესი საუბრობს, რომელიც ამბობს:

"რუსეთის უეფასა თუ აზიის კონფედერაციაში ყოფნას არავითარი მნიშვნელობა გააჩნია იმ მთავარ საკითხთან შედარებით, რომ მათ საერთაშორისო სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის უფლება არ უნდა მიეცეთ.

რუსები ადამიანის უფლებებსა და არსებულ წესებს პატივისცემით არ ეპყრობიან. მაშასადამე, რუსეთმა საკუთარ თავს წაართვა უფლება, იყოს მსოფლიო სპორტული თანამეგობრობის მონაწილე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.