ლუის სუარეზი "გრემიოს" უახლოვდება » სპორტის ხაზი

ლუის სუარეზი "გრემიოს" უახლოვდება

ლუის სუარეზი "გრემიოს" უახლოვდება
24-12-2022, 17:23
Aa Aa
გაზიარება:

"ლივერპულისა" და "ბარსელონას" ყოფილმა მოთამაშემ, ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფორვარდმა გადაწყვიტა, რომ ბედი ამჟამად ბრაზილიის ცემპიონატში სცადოს. Goal.com-ის ინფორმაციით, ურუგვაელი და "გრემიო" უკვე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის ორწლიანი შეთანხმება გაფორმდება.

35 წლის შემტევი ამჟამად კლუბის გარეშეა. იგი ბოლოს "ნასიონალში" გამოდიოდა. ურუგვაელმა მონაწილეობა ასევე მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატშიც მიიღო, თუმცა მისი ნაკრები ტურნირს ჯგუფურ ეტაპზევე გამოეთიშა. ლუისმა კი სანაკრებო კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო.

რაც შეეხება "გრემიოს," იგი 2022 წელს უმაღლეს დივიზიონში დაწინაურდა და 2023 წლის აპრილიდან ახალ სეზონსაც დაიწყებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი