მსოფლიო ჩემპიონატის 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში ბრაზილია ხორვატიასთან თერთმეტმეტრიანების სერიაში დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ სელესაოს გულშემატკივრები ეროვნული ნაკრების წაგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ.
- "ახლა იცეკვეთ სამბა, აროგანტების გუნდი."
- "მაიმუნები არიან, იცეკვნო ახლა კოპა კაბანაზე რუმბა და სამბა."
- "პელე რატო მოესწრო ამ დღეს? ახლა მისი დღეები დათვლილია."
- "ჯერ მარტო იმ ხორვატი გოგოს გამო ღირდა ხორვატებისთვის მოგება."
- "მეტოქე არ დავაფასეთ და საპასუხოდ მარცხი ვიგემეთ, საშინელებაა."
- "ასე არაფერი გამოვა, თერთმეტმერიანებში არ უნდა წაგვეგო."
- "ტიტემ არასწორი ცვლილებები განახორციელა, ასე გუნდიც გაწირა."
- "ნეიმარი მეცოდება, ის ამას არ იმსახურებდა."