მილიკი : 'მბაპეს დასაჭერად სკუტერი გვჭირდება' » სპორტის ხაზი

მილიკი : 'მბაპეს დასაჭერად სკუტერი გვჭირდება'

მილიკი : 'მბაპეს დასაჭერად სკუტერი გვჭირდება'
3-12-2022, 22:10
Aa Aa
გაზიარება:

ხვალ 1/8 ფინალური სტადიის კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართება, სადაც ერთმანეთს პოლონეთი და საფრანგეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

მატჩამდე ერთი დღით ადრე პოლონეთის შემტევმა, არკადიუშ მილიკმა აღნიშნულ შეხვედრა ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთის რიგებში ყველაზე სახიფათო 23 წლის ფეხბურთელი, კილიამ მბაპეა.

"მბაპეს დასაცავად ჩვენ უნდა ვიყოთ სწრაფები და გვქონდეს სკუტერი, რომ შევძლოთ მისი დაჭერა. რთულია მისი ინდივიდუალურად დაცვა, ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, ჩვენ ერთად უნდა ვიმოქმედოთ, ვიპოვოთ კოლექტიური გადაწყვეტილებები." - თქვა 'იუვენტუსის' ერთ-ერთმა ლიდერმა.

შეგახსენებთ, რომ ზემოთ აღნიშნული დაპირისპირება ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი