VIDEO: "ჩემი საოცნებო ფინალი არგენტინა-საუდის არაბეთია,რადგან...", - ტატო ბაციკაძის მატჩამდე გაკეთებული კომენტარი » სპორტის ხაზი

VIDEO: "ჩემი საოცნებო ფინალი არგენტინა-საუდის არაბეთია,რადგან...", - ტატო ბაციკაძის მატჩამდე გაკეთებული კომენტარი

VIDEO: "ჩემი საოცნებო ფინალი არგენტინა-საუდის არაბეთია,რადგან...", - ტატო ბაციკაძის მატჩამდე გაკეთებული კომენტარი
22-11-2022, 18:12
Aa Aa
გაზიარება:

სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, სადაც მუნდიალის პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ლიონელ მესის არგენტინამ საუდის არაბეთთან 1-2 წააგო და საქმე ძალიან გაირთულა.

აღნიშნული შეხვედრის ერთ-ერთი კომენტატორი, ტატო ბაციკაძე გახლდათ, რომელიც არგენტინის ნაკრების და ლიონელ მესის დიდი გულშემატკივარია.

შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა მომხარებელმა რამდენიმე დღის წინ ჩაწერილი გადაცემის კადრი გამოაქვეყნა, სადაც ტატო ბაციკაძე მსოფლიო ჩემპიონატის "იდეალურ ფინალში" არგენტინის მეტოქედ, საუდის არაბეთს ისურვებდა, ამის მიზეზი კი როგორც თავად ამბობს, მარტივი მოგება და ფინალის მშვიდად ყურების სურვილია.

მოგვიანებით, ამ ვიდეოზე სახალისო კომენტარი ტატომაც გააკეთა: "აზრზე არ ხართ, ყველაფერი გეგმის ნაწილია - საუდები გაგვყავს ჯგუფიდან! რა მაცინებს, ორი აგური ხომ არ გაქვთ, დროებით მჭირდება.."

იხილეთ ვიდეო:


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი