სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის მორიგი შეხვედრა, სადაც მუნდიალის პირველი სენსაცია დაფიქსირდა. ტურნირის ერთ-ერთმა მთავარმა ფავორიტმა, ლიონელ მესის არგენტინამ საუდის არაბეთთან 1-2 წააგო და საქმე ძალიან გაირთულა.
არგენტინელთა მარცხს გამოეხმაურა ქართველი სპორტული ჟურნალისტი, ნიკოლოზ ტაბატაძე. ცნობისთვის, ნიკოლოზი არგენტინისა და ლიონელ მესის პირადი გულშემატკივარია. აი, რა დაწერა სპორტულმა კომენტატორმა თავის სოციალურ გვერდზე:
"მე აქ ტექსტები ვწერე, მერე დავიჯერე, ცოტა იმედიც გაჩნდა და ყველაფერი მაინც ისეა, როგორც კოტე ყუბანეიშვილის ლექსში.. თქვენი იყოს ეს მსოფლიო ჩემპიონატი, კრიკეტის ყურებას დავიწყებ." - წერს სპორტული ჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის ნაკრები მომდევნო შეხვედრას 26 ნოემბერს მექსიკის წინააღმდეგ 23:00 საათზე გამართავს.