მსოფლიოს ჩემპიონატის წინ, ჟურნალისტებთან გამართულ პრესკონფრენეციაზე LGBT საკითხის შესახებ საფრანგეთის ნაკრების კაპიტანმა, ჰუგო ლორისმა ისაუბრა, რომელმაც ერთმნიშვნელოვნად თქვა, რომ LGBT სამკლაურის გაკეთებას არ აპირებს:
"მსგავსი გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი მიზეზის გამო მივიღე. მაშინ, როდესაც ტურისტები საფრანგეთში ჩამოდიან, ჩვენ გვსურს, რომ მათ ჩვენივე წესებსა და კულტურას პატივი სცენ, მე კი ყატარში ანალოგიურის გაკეთებას ვაპირებ." - თქვა საფრანგეთს ნაკრებისა და ტოტენჰემის მეკარემ.
შეგახსენებთ, რომ ჰუგო ლორისის საფრანგეთი საქმეში ზეგ, 22 ნოემბერს 23:00 საათზე ჩაერთვება. დიდიე დეშამის გუნდი თავის პირველ შეხვედრას ავსტრალიის წინააღმდეგ ითამაშებს.