საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადება დაასრულა. ილია ზუროსის ბიჭები დღეს ავსტრალიას დაუპირისპირდნენ და მატჩი 5 ქულით, 81:86 დათმეს.
მატჩი დახურული იყო, ამიტომ ბევრი ინფრომაციაა არაა ცნობილი, თუმცა როგორც ჩანს პირველი ტაიმის (33:51) მარცხის შემდეგ, ჯვაროსნებმა თამაში დაალაგეს და მეტოქეს მეორე ტაიმი 13 ქულით მოუგეს.
მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე, კაბო ვერდეს წინააღმდეგ გამართავს. აღნიშნული შეხვედრა, 12 აგვისტოს, თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება.