გუშინ ესპანეთის საკალაბურთო ჩემპიონატის, ლიგა ენდესას ეგიდით ჩატარებულ მატჩში “ლენოვო ტენერიფე” “ბილბაოს” ესტუმრა და ანგარიშით 83:60 გაიმარჯვა. გიორგი შერმადინის კლუბმა სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიცია გაიმყარა.
რაც შეეხება საქართველოს საკალათბურთო ნაკრების ცენტრის მონაგარს აღნიშნულ შეხვედრაში, მან მხოლოდ 18:42 წუთის მანძილზე ითამაშა. ამ მცირე დროში ორმაგი დუბლი მიითვალა - 17 ქულა და 10 მოხსნა მოაგროვა. აღნიშნული მაჩვენებლებით, გიორგი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.