მოგეხსენებათ, რომ “ინდიანა პეისერსმა” საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრი, გოგა ბითაძე გუნდიდან გაუშვა. არსებობდა შანსი, იმისა რომ ქართველი ევროლიგაში დაბრუნებულიყო, თუმცა დღეს გამთენიისას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგა ამიერიდან “ორლანდო მეჯიქის” ღირსებას დაიცავს. ამ ცნობის დასტურს კლუბის Twitter-ზეც იხილავთ.