(VIDEO) "რონალდუ ამ საქციელისთვის უნდა დაისაჯოს" - დაზარალებულის დედა » სპორტის ხაზი

(VIDEO) "რონალდუ ამ საქციელისთვის უნდა დაისაჯოს" - დაზარალებულის დედა

(VIDEO) "რონალდუ ამ საქციელისთვის უნდა დაისაჯოს" - დაზარალებულის დედა
26-09-2022, 18:00
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი გახდა, რომ საფეხბურთო ასოციაციამ კრიშტიანუ რონალდუს ბრალი წარუყენა მას შემდეგ, რაც პორტუგალიელმა გულშემატკივარს ტელეფონი ხელიდან გამოგლიჯა და გვერდით მოისროლა. 29 აპრილს, "ევერტონთან" 1-0 მარცხის შემდეგ, რონალდუ გუდისონ პარკს გაბრაზებული და იმედგაცრუებული ტოვებდა, რა დროსაც პორტუგალიელი გასახდელისკენ მიმავალ გვირაბში აღნიშნული უხეში ქმედებით გამოირჩა.

საინტერესოა, თუ რას ამბობს დაზარალებული 14 წლის მოზარდის, ჯეიკობის დედა: "იმედი გვაქვს, რომ რონალდუს სამართლიანი სასჯელი დაეკისრება, რადგან მისი საქციელი მიუღებელია. ჩემს შვილს, მისი ქმედების შემდეგ, ჩალურჯებული ხელი და დამსხვრეული ტელეფონი შერჩა", - სარა, ჯეიკობის დედა Daily Mirror-თან საუბრისას.

ყველაფრის შემდეგ, გასულ პარასკევს, ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ პორტუგალიელს ბრალი წარუყენეს E3 წესის დარღვევისთვის, რაც არასათანადო ან ძალადობრივ ქცევას მოიაზრებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი