ზვიად კუპატაძე მოტეხილობას გადაურჩა » სპორტის ხაზი

ზვიად კუპატაძე მოტეხილობას გადაურჩა

ზვიად კუპატაძე მოტეხილობას გადაურჩა
22-09-2022, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება, რისთვისაც ქართველები რიგაში გამართულ სამთა ერის თასის ტურნირზე მონაწილეობდნენ. უკანასკნელ დაპირისპირებაში, საქართველომ ლატვიის ნაკრები 2:4 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ საქართველომ ნახსენები ტურნირის მოგება შეძლო.

რაც შეეხება ზვიად კუპატაძეს, მან მოწინააღმდეგესთან მძიმე შეჯახების დროს ტრავმა მიიღო, რის გამოც ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ეროვნული ნაკრების მეკარემ სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "მემგონი გადავრჩით სახის ძვლის მოტეხილობას".


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი