ბავშვთა დაცვის დღეს, 1 ივნისს იწყება საქართველოს 14-წლამდელთა ჩემპიონატის პლეი ოფი. ტურნირის მონაწილე 14-მა გუნდმა რეგულარული ჩემპიონატის მოილია, რომლის ფარგლებშიც თითოეულმა 26 მატჩი ჩაატარა და შედეგად, 8 საუკეთესო პლეი ოფში გავიდა. ბარემ აქვე ვთქვათ, რომ ბოლო ადგილზე გასულმა ქუთაისის აიამ A ლიგა დატოვა, ხოლო მე-12 და მე-13 ადგილოსნები ლიგაში ადგილის შესანარჩუნელბლად შესაბამისად B ლიგის მე-2 და მე-3 გუნდებთან იპაექრებენ.
რეგულარულიჩემპიონატიუს 8 საუკეთესო გუნდი მეოთხედფინალში ტრადიციული ფორმატით დაწყვილდა: I-VIII, II-VII, III-VI და IV-V. მეოთხედფინალური სერია ნახევარფინალსა და ფინალთან ერთად 2 მოგებამდეა. წარმოგიდგენთ მეოთხედფინალუ წყვილებს:
ზფა (1) VS თბილისი ბასკეტი (8)
ქუთაისი (4) VS ვსა (5)
ვინგსი (2)VS ორბი (7)
რუსთავი (3) VS მენსანა/მეგა (6)
gbf.ge