ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და ბეჟანიშვილის გამარჯვება » სპორტის ხაზი

ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და ბეჟანიშვილის გამარჯვება

ბურჯანაძის ორმაგი დუბლი და ბეჟანიშვილის გამარჯვება
გუშინ, 17:21
Aa Aa
გაზიარება:

ლიგა ენდესას 31-ე ტურში ბექა ბურჯანაძის გუნდი, „ლეიმა კორუნია“, სტუმრად „ბილბაოსთან“ 67:79 დამარცხდა. მატჩის ბედი უკვე პირველ პერიოდში გადაწყდა, როცა მასპინძლებმა 11-ქულიანი ჰანდიკაპი მოიპოვეს და უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნეს.

ბურჯანაძემ კვლავ კარგი მატჩი ჩაატარა და ორმაგი დუბლი მიითვალა — 22 წუთში 12 ქულა, 11 მოხსნა, 1 პასი და 1 ჩაჭრა. ქართველმა ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი და 6-დან 4 საჯარიმო გამოიყენა, თუმცა სამქულიანებში არაზუსტი იყო.

„ლეიმა კორუნია“ 7 მოგებით და 24 მარცხით ლიგის ქვედა პოზიციაზე იმყოფება და შემდეგ შეხვედრას 17 მაისს „მორაბანკ ანდორას“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება გიორგი ბეჟანიშვილს, მისმა გუნდმა, „გრანადამ“, მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა — სარაგოსას დაძაბულ შეხვედრაში 95:88 სძლია. გადამწყვეტი უპირატესობა გრანადამ ბოლო მეოთხედში მოიპოვა.

ბეჟანიშვილმა პარკეტზე 15 წუთი გაატარა და ამ დროში 4 ქულა, 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მოაგროვა. „გრანადა“ ცხრილში მე-17 ადგილზეა და 17 მაისს საკუთარ კედლებში „ბრეოგანს“ უმასპინძლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი