შერმადინის 23 ქულა და 9 მოხსნა ტორტონასთან | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია » სპორტის ხაზი

შერმადინის 23 ქულა და 9 მოხსნა ტორტონასთან | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია

შერმადინის 23 ქულა და 9 მოხსნა ტორტონასთან | ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალშია
16-04-2025, 21:16
Aa Aa
გაზიარება:

გიორგი შემადინის ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის ოთხთა ფინალში გავიდა. ესპანურმა კლუბმა მეოთხედფინალური სერიის მეორე მატჩიც, ამჯერად გასვლაზე მოუგო იტალიურ ტორტონას და იმ საუკეთესო კვარტეტში მოხვდა, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის თასს გაითამაშებენ.

კიდევ უფრო კარგი ამბავი კი ისაა, რომ შერმადინი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, რომელმაც ტენერიფელთა წარმატებაში ლომის წილი დაიდო. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26:25 წუთი გაატარა, რა დროშიც გიორგიმ 11-დან 10 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ტენერიფემ პირველი ტაიმი 35:38 წააგო, ხოლო მესამე და მეოთხე მეოთხედები 8-8 ქულით მოიგო და მატჩიც გამარჯვებამდე მიიყვანა.

საბოლოოდ ტენერიფემ შეხვედრა დამაჯერებლად – 77:64 მოიგო და სერიაში 2:0 გაიმარჯვა. სერიის პირველი მატჩი, რომელიც ტენერიფელებმა შინ ჩაატარეს, უფრო რთული გამოდგა. 1 კვირის წინ ტენერიფემ ტორტონას ოვერტაიმში აჯობა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში შერმადინის გუნდი „გალათასარაის“ ეთამაშება. მატჩი 9 მაისს გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი