საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტი მატჩებისთვის მზადება გაფართოებული შემადგენლობით დაიწყო.
გუნდთან ერთად ჯერ არ არიან, თუმცა მალე შეუერთდებიან: თორნიკე შენგელია, გიორგი შერმადინი, კამარ ბოლდუინი, დუდა სანაძე, რატი ანდრონიკაშვილი, ბექა ბურჯანაძე, მათე ხატიაშვილი და მათე ყავლაშვილი.
ზედიზედ მე-6 ევრობასკეტზე გასასვლელად, საქართველოს 21 თებერვალს დანიის დამარცხება სჭირდება. თამაში თბილისი არენაზე, 20:50-ზე დაიწყება.
GBF.GE