6 თებერვალს, ქართული კალათბურთის ლეგენდა ზაზა ფაჩულია გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ელჩად დაინიშნა.
NBA-ს სამგზის ჩემპიონი საპატიო თანამდებობაზე, ლეგენდარულ სტეფ კარისთან ერთად, პირადად ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა წარადგინა.
ღონისძიება სან-ფრანცისკოში, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" მატჩზე შედგა.
ორგანიზაციის ელჩები აქამდე ლიონელ მესი, ანდრეს ინიესტა, იკერ კასილიასი, ფერნანდო იერო და სხვა კარგად ცნობილი ფეხბურთელებიც იყვნენ.