შენგელია 17 ქულით ვირტუსში საუკეთესო იყო | ბოლონიელები შინ პარიზთან დამარცხდნენ » სპორტის ხაზი

შენგელია 17 ქულით ვირტუსში საუკეთესო იყო | ბოლონიელები შინ პარიზთან დამარცხდნენ

შენგელია 17 ქულით ვირტუსში საუკეთესო იყო | ბოლონიელები შინ პარიზთან დამარცხდნენ
გუშინ, 12:09
Aa Aa
გაზიარება:

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს განაგრძობს, თუმცა მისი გუნდის წაგებებს ბოლო არ უჩანს. ვირტუს ბოლონიამ ამჯერად შინ, პარიზთან 77:83 წააგო.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ვირტუსს ისევ ულიდერა. თორნიკემ პარკეტზე 29:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 17 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი გააკეთა. საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 11-დან 7 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო. ბოლონიელები ბოლო წუთებამდე ლიდერობდნენ და გამარჯვებასთანაც ახლოს იყვნენ, თუმცა შეხვედრა ბოლო 2 წუთში წააგეს.

ვირტუსს 7 მოგება და 19 მარცხი აქვს. იტალიური გუნდი 14 ქულით მე-16 ადგილზეა და 27-ე ტურში ოლიმპიაკოსს მასპინძლობს.

გამარჯვება იზეიმა კამარ ბოლდუინის ბასკონიამ, რომელმაც თელ ავივის მაკაბის უმასპინძლა და 89:82 იმარჯვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა სასტარტო ხუთეულში ითამაშა და მოედანზე 15 წუთი გაატარა. ბოლდუინმა შეხვედრა 5 ქულით, 3 მოხსნითა და 2 პასით დაასრულა. ბასკონიამ 11 მოგებითა და 15 მარცხით მე-14 ადგილზეა. ესპანურ გუნდს 22 ქულა აქვს და მომდევნო ტურში პარტიზანს ესტუმრება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი