გასულ დღეებში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ფინეთი ზედიზედ ორჯერ დაამარცხა და ევრობასკეტის საკვალიფიკაციო ჯგუფში მდგომარეობა მნიშვნელოვნად გამოისწორა.
ჩვენი ჯგუფიდან ევრობასკეტზე მასპინძელი ფინეთი და ვარსკვლავური სერბეთი უკვე გასულები არიან, საქართველოს ერთადერთ კონკურენტად კი დანია რჩება, რომელმაც სახლში თამაში მოგვიგო კიდეც.
საქართველო დანიას საკუთარ კედლებში თებერვლის თვეში მიიღებს და თუ მეტოქეს დავამარცხებთ (ნებისმიერი ანგარიში გვაწყობს), მაშინ ევრობასკეტზე ზედიზედ მეექვსედ ვითამაშებთ.