არსებობს შანსი იმისა, რომ მსოფლიო კალათბურთში ახალი, უნიკალური ეპოქა დაიწყოს, რაც 4-ქულიანი ტყორცნების დანერგვასთანაა დაკავშირებული.
როგორც იწერებოდა, ამის დატესთვას ფილიპინებშიც აპირებდნენ და ასეც მოხდა. გუბერნატორის თასზე ადგილობრივ მერაკლო ბოლტსა და მაგნოლია ჰოთშოთსის შორის გამართულ შეხვედრაში 4-ქულიანი სროლა პირველად გამოიყენეს.
4-ქულიანი ტყორცნა ისეთივე წესით მოქმედებს, როგორც მისი წინამორბედი 3-ქულიანის შემთხვევაშია (ხაზები შესაბამისადაა პარკეტზე დახაზული).
იხილეთ ვიდეო