საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები ლატვიის ქალაქ იურმალაში ჩაფრინდა, სადაც ჩვენი ბიჭები ოლიმპიადის საკვალიფიკაციომდე 2 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ.
იტალიასთან ტრენტოს თასზე წაგების შემდეგ, 26 ივნისს ჩვენი მეტოქე კამერუნი იქნება, შემდეგ კი 28 რიცხვში ეგვიპტეს შევხვდებით.
აქვე გეტყვით, რომ ოლიმპიადის მონაწილე 12 ნაკრების ვინაობა უკვე გარკვეულია, დანარჩენი 4 საგზურისთვის მებრძოლი კი ერთ-ერთი საქართველოცაა.
კალათბურთელა სია, რომელიც ალექსანდრ ჯიკიჩის განკარგულებაშია:
რატი ანდრონიკაშვილი, ლუკა მაზიაშვილი, გიორგი ოჩხიკიძე, ჯო ტომასონი, დავით კაკუშაძე, დუდა სანაძე, კახა ჯინჭარაძე, ალექსანდრე ფევაძე, ავთანდილ ბახტაძე, სანდრო მამუკელაშვილი, თორნიკე შენგელია, გიორგი კორსანტია, გოგა ბითაძე და ილია ლონდარიძე.