პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია! - რას ამბობენ ფენერის ფანები მამუკელაშვილზე » სპორტის ხაზი

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია! - რას ამბობენ ფენერის ფანები მამუკელაშვილზე

პირადი კონტრაქტი შეთანხმებულია! - რას ამბობენ ფენერის ფანები მამუკელაშვილზე
30-05-2024, 15:14
Aa Aa
გაზიარება:

ცნობილი თურქული საკალათბურთო გვერდის, Enganche sport-ი აცხადებს, სანდრო მამუკელაშვილი ფენერბახჩეში გასავლასთან ახლოსა.

წყაროს თქმით, სპურს კალათბურთელის შენარჩუნება არ სურს, სანდრო კი ევროპაში თამაშის შესაძლებლობით მოხიბლულია.

უფრო მეტის, მოცემულ სტატიაში ავტორი იმის შესახებ გვეუბნება, რომ ქართველმა თურქულ კლუბთან პირადი კონტრაქტის დეტალებიც შეათანხმა.

ამ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა - ფერენის ფანები ამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ ტვიტერზე წერენ:

- "იმედია მომავალ წელს შესვენებებზე მაიკ ჯეიმს-უეიდ, ბოლდუინ-შევონ, შილდსი-შენგელია-სანდრო მამუკელაშვილი ხუთეულს ვიხილავთ სარას ჰოჯას წინააღმდეგ."

- "რაც არ უნდა დაგვიჯდეს, სანდრო უნდა მოვიყვანოთ"

- "არ მოგატყუოთ, ფენერბახჩეს გულშემატკივრებო, სანდრო მამუკელაშვილი არ მოვა."

- "სანდრო იმედია მოვა. მას გუნდის ლიდერობა შეუძლია
"


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი