ვირტუსი დამარცხდა - შენგელია საუკეთესო იყო » სპორტის ხაზი

ვირტუსი დამარცხდა - შენგელია საუკეთესო იყო

ვირტუსი დამარცხდა - შენგელია საუკეთესო იყო
30-05-2024, 11:08
Aa Aa
გაზიარება:

"ბოლონიამ" მესამე 1/2 ფინალურ დაპირისპირებაში საკუთარ მოედანზე შეხვედრა "ვენეციასთან" ჩაატარა და ანგარიშით 73-78 დამარცხდა.

მასპინძლების რიგებიდან საუკეთესო საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახლავთ, რომელმაც თამაში ძირითადი ხუთეულიდან დაიწყო.

მოედანზე გატარებულ 21 წუთში 17 ქულა, 2 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა აქტივში, თუმცა ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.

შენგელიას გუნდმა სერია ა-ს პირველ ნახევარფინალურ დაპირისპირებაში გამარჯვების მოპოვებას შეძლო, მეორეში კი დამარცხდა, მსგავსად მესამისა.

მათ შორის სხვაობა შემცირდა და მომდევნო დაპირისპირება მათ შორის კვლავ ვენეციაში გაიმართება - 31 მაისს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი