საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა და ს.კ. გაუ-ს კაპიტანმა, ლუკა ლიკლიკაძემ აქილევსის მყესი გაიწყვიტა და ოპერაცია ესაჭიროება. სამწუხაროდ, მისთვის სეზონი დასრულებულია.
მიმდინარე სეზონში გამთამაშებელი სუპერლიგაში 15.5 ქულას, 3.0 მოხსნას, 6.3 გადაცემას ასრულებს.