ჯანლუიჯი ბუფონმა ანტონიო კონტეს ნაპოლის შესახებ ისაუბრა და ივარაუდა, რომ ამ ორი მხარის თანამშრომლობა წარმატებული უნდა გამოდგეს:
კონტე ნაპოლიში წარმატებული იქნება. ვფიქრობ, მასთან ერთად ნაპოლის სერია A-ში მინიმუმ მეორე ადგილი გარანტირებული აქვს.
მისი ხასიათი ნაპოლისას კარგად ერგება. ფეხბურთელები კონტესთან მუშაობით უდიდეს გამოცდილებას მიიღებენ.
- თქვა ჯიჯი ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ კონტემ ნაპოლიში კალცონა ჩაანაცვლა. ანტონიო ახლა სერია A-ში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელია.