შეხვედრა ჩანიშნულია - იბრაჰიმოვიჩი მილანში ბრუნდება » სპორტის ხაზი

შეხვედრა ჩანიშნულია - იბრაჰიმოვიჩი მილანში ბრუნდება

შეხვედრა ჩანიშნულია - იბრაჰიმოვიჩი მილანში ბრუნდება
6-11-2023, 15:43
Aa Aa
გაზიარება:

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საფეხბურთო კარიერის დასრულება გასული სეზონის შემდეგ გადაწყვიტა და მის განახლებას არც აპირებს, თუმცა შესაძლოა, ის მალე მილანში დაბრუნდეს. რა თქმა უნდა, მოთამაშე ფეხბურთელის რანგში მას ვეღარ ვიხილავთ, მაგრამ დიდი შანსია ახალ ამპლუაში წარსდგეს. ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რა პოზიციაზე იმუშავებს შვედი, თუმცა იტალიური გამოცემების ცნობით, რამდენიმე დღეში "როსონერის" მფლობელი მას შეხვდება და ამ საკითხზე კიდევ ერთხელ ისაუბრებენ.

სტეფანო პიოლი მის შესაძლო დაბრუნებას მიესალმება, რადგან მილანელთა მთავარი მწვრთნელი მიიჩნევს, რომ მას დიდი გამოცდილება აქვს და თუ ფეხბურთელებთან უშუალო შეხება ექნება, ეს მათ განვითარებას ძალიან წაადგება, რადგან ახალგაზრდა მოთამაშეები ბევრი რამის სწავლას შეძლებენ. პიოლის სურს, რომ იბრაჰიმოვიჩი გუნდთან ყოველდღიურ კონტაქტში იყოს.

ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ზლატანის დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრები არ წყდება და Gazzetta dello Sport-ის ცნობით, პროგრესი აშკარად შეინიშნება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.